ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დატოვეს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა.
საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია