ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ

ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ
მე არ ვარ არც მოსამართლე, არც პროკურორი ამ კითხვებს რომ მისვამთ და ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს – რის გამო არის დაკავებული ქალბატონი მზია ამაღლობელი? თქვენ მეუბნებით, რომ პოლიციელს ხელი დაარტყა. პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა, კატეგორიულად მიუღებელია, – განაცხადა თბილისის მერმა მ.
როგორც მან აღნიშნა, მას არ მოუსმენია მზია ამაღლობელისგან სინანული იმისა, რომ მან შეცდომა დაუშვა და პატიება ეთხოვა.
„ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება დაუშვას შეცდომა ნებისმიერმა ადამიანმა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა, მე არ მახსოვს ამდენი ხნის განმავლობაში, ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ, სინანული. მოგისმენიათ ეს?“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძე ღირსეული პოლიციელია. მანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის არ მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია