Reuters – სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ სირიაში ვიზიტით მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.
ასევე, ალ-შარაას განცხადებით, რუსეთმა სირიაში ნდობა, „კონკრეტული ზომების, მათ შორის კომპენსაციისა და რეკონსტრუქციის საშუალებით“, უნდა აღადგინოს.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება