აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს ისრაელიდან გაუგზავნის

შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდაცვის სისტემა “პეტრიოტისთვის” ისრაელიდან პოლონეთში გადაიტანა 90-მდე გადამტაცი რაკეტა, რომლებიც უკრაინის არმიას გადაეცემა, – ამის შესახებ გამოცემა “აქსიოსი” ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინას აღნიშნული რაკეტები მას შემდეგ ერგო, რაც ისრაელმა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიარაღებიდან ამოიღო. სტატიაში არ არის ნათქვამი, ცდილობს თუ არა კიევი თავად სარაკეტო კომპლექსების მიღებასაც, რომლებიც ისრაელის არმიის რეზერვებში დარჩა.
ისრაელმა “პეტრიოტის” რაკეტები გასული წლის აპრილში ამოიღო შეიარაღებიდან. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას. გარიგების დამტკიცების შემდეგ, როგორც “აქსიოსი” წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხასიდ მომლოცველებს უმანში ყოველწლიურად ჩასვლის ნება დართო. ისრაელში ამ მოვლენებს შორის კავშირს უარყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს