მივესალმები გადაწყვეტილებას, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს – ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს მხარდაჭერა – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ჩვენს წევრ ქვეყანას, საქართველოს. ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს ამ ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე“, – დაწერა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება