უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 57 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, სა და სუმის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ს, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის