ზურაბ ჯაფარიძე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ – დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან სასაუბროდ შეხვდნენ.
„სპეციალურად შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ. დეტალებით დაინტერესდა. დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-18 დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ