პეტერ ფიშერი – მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს – სად არის ჰუმანურობა? – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია.
„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ ხელის დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ – წერს ელჩი.