ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიება წინასასამართლო სხდომაზე გადაიხედა. თედო აბრამოვის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. პროკურატურა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებდა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას.
სასამართლოზე ითქვა, რომ თედო აბრამოვი ცხოვრობდა საბერძნეთში, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან, რაც მიმალვის რისკს აჩენს.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაკავების დროს „არაადამიანურად მოეპყრნენ” და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართეს.
დაკავების დროს უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ადვოკატებმა მიმართეს გენერალურ პროკურატურასაც, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
თედო აბრამოვის საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს დაიწყება.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო დან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
· მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
· ვეფხია კასრაძე
· ვალერი კაძელაშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი
· თორნიკე გოშაძე
· ირაკლი მიმინოშვილი
· ზვიად ცეცხლაძე
· გიორგი გორგაძე
· ინსაფ ალიევი
· ანდრო ჭიჭინაძე
· ონისე ცხადაძე
· გურამ მირცხულავა
· ლუკა ჯაბუა
· ჯანო არჩაია
· რუსლან სივაკოვი
· რევაზ კიკნაძე
· გიორგი ტერაშვილი
· ვალერი თეთრაშვილი
· სერგეი კუხარჩუკი
· ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
· ანზორ (ანრი) კვარაცხელია
· გიორგი მინდაძე
· დავით ლომიძე
· თემურ ზასოხაშვილი
· საბა ჯიქია
· საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
· გურამ ხუტაშვილი
· დანიელ მუმლაძე
· არჩილ მუსელიანცი
· ლაშა ჩხაიძე
· მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
· დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
· გიორგი ახობაძე
· ნიკოლოზ კაცია
· ანტონ ჩეჩინი
· თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
· მამუკა ჯორბენაძე
· გურამ მიქელაძე
· დავით გვიანიძე
· გიორგი დავითაძე
· ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
· (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
· მათე დევიძე
· ანატოლი გიგაური