კრემლმა პასუხი გასცა ტაკერ კარლსონის განცხადებას პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ

კრემლმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის განცხადებაზე ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობის შესახებ. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსული სპეცსამსახურები „მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისი სიტყვები „ინტერფაქსს“ მოჰყავს.
პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კარლსონის სიტყვებზე, რომ პუტინზე მკვლელობის მცდელობას -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ამზადებდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, კრემლში ეს თემა დეტალურად არ განუხილავთ და არც ვაშინგტონი უხსენებიათ.
ტელეარხ Fox-ის ყოფილმა წამყვანმა, კარლსონმა, თავისი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ. მას არ დაუსახელებია თავისი ინფორმაციის დეტალები ან წყაროები, მაგრამ შესაძლო მზადებას „სიგიჟე“ უწოდა. მას არ დაუკონკრეტებია, თავად ბაიდენმა იცოდა თუ არა შესაძლო გეგმების შესახებ. ვაშინგტონს მის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ტელეწამყვანმა შარშან თებერვალში ინტერვიუ აიღო პუტინისგან, დეკემბერში კი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სგან. კრიტიკოსებმა ჟურნალისტი არაერთხელ დაადანაშაულეს შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ