კონგრესის წევრებმა ვაშინგტონი დატოვეს უკრაინის დახმარების შესახებ შეთანხმების მიუღებლად, თუმცა სენატი მომავალ კვირაშიც იმუშავებს

აშშ-ის კანონმდებლებმა 14 დეკემბერს ვაშინგტონის დატოვება დაიწყეს ისე, რომ არ ჰქონდათ დამტკიცებული უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შეთანხმება – იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა სენატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც ცვლილებებს მოითხოვენ აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების პოლიტიკაში.
სენატის წევრები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირაში დაამტკიცებენ შეთანხმებას ახალი შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის და ასევე დაამტკიცებენ 110 მილიარდი დოლარისგან შემდგარ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის და ისრაელისთვის, ისევე, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის.
მაგრამ წარმომადგენელთა პალატას არ გამოუვლენია ნიშნები რომ აპირებს ამ კანონმდებლობასთან დაბრუნებას მის დასამტკიცებლად მთელი კონგრესის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი