ტრამპის თქმით, Microsoft-ი TikTok-ის ყიდვას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ამბობს, რომ კომპანია Microsoft პლატფორმა TikTok-ის ყიდვას განიხილავს.
ჟურნალისტების კითხვას, Microsoft ჩართულია თუ არა TikTok-ის ყიდვის მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: „ვიტყოდი, რომ კი“.
თუმცა, ტრამპის თქმით, TikTok-ის ყიდვით სხვებიც არიან დაინტერესებულები და მას მოსწონს კონკურენცია, რადგან ასეთ პირობებში საუკეთესო შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან -ში ძალაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტის, ს ბრძანება, რომელიც TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა. 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება იყო TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადაწევა.