მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და წარმატება – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და წარმატება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, პარლამენტს, მმართველ გუნდს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ყველას, მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ჩვენი წარმატებული მმართველობის ერთგვარი დაგვირგვინება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება