– სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს – ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! – ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!

სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს – ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! – ამის თაობაზე “ფეისბუქზე“ მეხუთე პრეზიდენტი წერს.
“ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
“დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება.
“ჩემი მოწოდებაა, ყველამ დაამშვიდოს ვნებები და დაუბრუნდეს დიალოგს. დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მიიღო ჩემი არგუმენტები“, – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა. მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.
“იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი გართულება, რათა კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობა საზოგადოებაში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა