ეროვნულმა ბანკმა „იშბანკი” 25 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „იშბანკი საქართველო” 25 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ვებგვერდზე 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკის დაჯარიმების მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 5 შემთხვევა გახდა.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს სებ-ის მიერ ბანკის დაჯარიმების მესამე შემთხვევაა – აქამდე დაჯარიმდნენ “პეისერა ბანკი ” და “ზირაათ ბანკი”.