სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის ლიდერატორის პროგრამა გრძელდება. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სასურველი მიმართულებით დააგროვონ სამუშაო გამოცდილება, შეარჩიონ მომავალი პროფესია და ამასთან, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება.
ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს განაცხადის შევსება 10 თებერვლამდე, პორტალზე შეუძლიათ.