„სილის გაწვნა ს სახელმწიფოსთვის” – ოპოზიციონერები ს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ

აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლეუან მიქაამ და კან კვარჩიამ, რომლებსაც რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვათ, პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და მიაჩნიათ, რომ არ დაურღვევიათ ს ფედერაციის კანონი და „რუსეთის წინააღმდეგ არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ“.
„ჩვენ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს ინტერესებით ვმოქმედებდით და არა რუსეთის ფედერაციის საზიანოდ“, – თქვა, რომ ლეუან მიქაამ.
„ჩვენ მთელი ცხოვრებაა პოლიტიკით ვართ დაკავებული, რათა ჩვენ სამშობლოს მოვუტანოთ სარგებელი, ეს ყოველთვის რისკია და რისკისთვის ყოველთვის მზად ვიყავით“, – თქვა კან კვარჩიამ
„უნდათ გაგვტეხონ და მიგვაღებინონ ჩვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები“, – დაამატა მან.
ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „მთავრობა არაფერს აკეთებს, თუნდაც მიზეზის გასარკვევად“, რის საფუძველზეც მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, ისინი დარწმუნებული არიან ეს კეთდება ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ასლან „ბჟანიას სიების მიხედვით“ .
როგორც „Нужная газета“ წერს, კან კვარჩიამ არა მხოლოდ „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს, არამედ „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატებსაც მოუწოდა, შეაფასონ ინფორმაცია „ს მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“.
„პარლამენტის დეპუტატი ვარ, ეს სილის გაწვნაა აფხაზეთის სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა კვარჩიამ.
სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კან კვარჩიას და ლეუან მიქაას გარდა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ყოფილ „დეპუტატს“ და „თურქ აფხაზთა დიასპორის“ წარმომადგენელს ტაიფუნ არძინბას.
ფორუმი