SPAR Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

SPAR Georgia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიორგი გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
„I’m Proud and happy to share that I’m starting a new position as Chief Executive Officer at SPAR Georgia!
სასწაული ამბავია! 16 წლის წინ ამავე კომპანიაში,მაღაზიაში ყველაზე დაბალ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა! 16 წლის შემდეგ, ბევრი წარმატების, უამრავი წარუმატებლობის, დაბრკოლებების და გამოწვევების გადალახვის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი ვარ!
შრომას, ერთგულებას საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ და საკუთარი გზის სწორად დაგეგმვას ყოველთვის მოაქვს წარმატება!
წინ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა!“ – წერს Facebook-ის პირად გვერდზე გიორგი გოცირიძე.
აღსანიშნია, რომ გიორგი გოცირიძე „დეილი ჯგუფში“ ახლადგაერთიანებული სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
„დეილი ჯგუფში“ ერთიანდება ასევე კომპანია „ფუდმარტი“, რომელიც ბაზარზე Spar Georgia-ს ბრენდით ოპერირებს და 2013 წელს დაფუძნდა. მისი გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავაა.