სწორედ ეს არის “დიფ სთეითის” დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “გლობალური ომის პარტიას არ აჩერებდა სახელმწიფოების “ზომები” და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში ” – წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ დიფ სთეითი საქართველოს არასასურველ ინვესტიციებსაც უბლოკავდა და გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციებისკენ სწრაფვასაც უშლიდა.
დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზეწოლა იყო ინდოეთზეც, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.
ჩინეთისა და ინდოეთის პარტნიორული ურთიერთობების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ბრძოლა, რაც, მათ შორის, პირდაპირი ფრენების შეზღუდვით გამოიხატა. ექსპერტი წერს, რომ დიფ სთეითის დასუსტების ერთ-ერთი ნიშანი , 5 წლის შემდეგ, ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარია. “როდესაც ვსაუბრობთ “დიფ სთეითის” ფართომასშტაბურ ჩარევებზე ქვეყნების უფლებაზე, აწარმოონ მისგან დამოუკიდებელი და სუვერენული პოლიტიკა – სწორედ ამას ვგულისხმობ.
“გლობალური ომის პარტიას” არ აჩერებდა სახელმწიფოების “ზომები” და მათი როლი მსოფლიო კონფიგურაციაში. საქართველოს უკრძალავდნენ გარკვეული გეოგრაფიული ლოკაციების მისამართით გახედვასაც კი, უბლოკავდნენ “არასასურველი” მიმართულებებიდან საინვესტიციო პროცესებს. წარმოიდგინეთ და ინდოეთზეც კი იყო მსგავსი ზეწოლა, სწორედ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში – მიდიოდა დაუფარავი ბრძოლა ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების დაახლოების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, პირდაპირი რეისების განხორციელების აკრძალვის ჩათვლით. პირველად, უკანასკნელი ხუთი წლის შემდეგ, ეს დაბრკოლება, ეს ბლოკიც დაძლეული იქნა. სწორედ ეს არის “დიფ სთეიათის” დეკლარირებული დასუსტების კიდევ ერთი, მკაფიო მაგალითი. ეს ერთი და სხვა მრავალი…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს