ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
დასავლური მედია წერს, რომ თუ თუკი ეს ასე მოხდება, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ტრამპს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში შეხვდება.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დაგეგმვა, ჯერჯერობით, საორიენტაციოა და რომ დეტალები შეიძლება მოგვარდეს, როდესაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა და ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ნეთანიაჰუს გეგმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. ამასთან, ნეთანიაჰუს პრესპიკერმა, ომერ დოსტრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე გუშინ დაწერა, რომ ისრაელის ლიდერს თეთრ სახლში ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია. ისრაელმა ჩინოვნიკმა კი, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს თებერვალში უნდა ეწვიოს.
