Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიაში ოთხი თვე მუშაობისას $96 მილიონი გამოიმუშავა

Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიაში ოთხი თვე მუშაობისას $96 მილიონი გამოიმუშავა
Starbucks Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ნიკოლის ჯამურმა კომპენსაციამ 2024 წლისთვის, რომელშიც ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე სულ რაღაც ოთხი თვე მუშაობდა, დაახლოებით 96 მილიონი დოლარი შეადგინა – მედია ამის შესახებ კომპანიის განცხადებიდან გამომდინარე იუწყება.
ამავდროულად, საბაზო ხელფასი შეადგენდა მხოლოდ 61,5 ათას დოლარს. ანაზღაურებაში ლომის წილი აქციების სახით მიღებული ბონუსია, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მიაღწევს გარკვეულ მაჩვენებლებს.
ნიკოლი Starbucks-ს სათავეში სექტემბრის დასაწყისში ჩაუდგა. მანამდე ის მუშაობდა რესტორნების ქსელში Chipotle Mexican Grill Inc. Starbucks–ში გადასვლის ბონუსი 5 მილიონი დოლარი იყო.