ტრამპი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საუბარს თავს არიდებს – Politico

აშშ-ს პრეზიდენტ ს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, -ს ადმინისტრაცია გადავიდა პირდაპირ კონტაქტებზე ევროპის ქვეყნების ხელისუფლებასთან, რითაც ბრიუსელს „ცივი შხაპი“ გადაასხა. ამის შესახებ Politico წერს.
ეს რადიკალურად განასხვავებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის კურსს წინა ადმინისტრაციისგან: ს მეთაურობით თეთრ სახლს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და სხვა მაღალჩინოსან ევროპელ მოღვაწეებთან, აღნიშნავს გამოცემა.
ტრამპის ადმინისტრაცია, პირიქით, აჩერებს კონტაქტებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ ლიდერებსა და მინისტრებს. კერძოდ, აღნიშნავს გამოცემა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ევროკავშირის არც ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ იყო მიწვეული, მაგრამ მოწვევა ევროპის ქვეყნებიდან პოლიტიკოსებმა მიიღეს.