“ქსელში გლობალური დაზიანებაა” – მაგთი

“მაგთის” ქსელში, როგორც მობილური, ისე ოპტიკური ინტერნეტი გაითიშა. რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, რომ “გლობალური დაზიანებაა” და მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ინტერნეტის გათიშვის მიზეზებზე და სხვა დამატებით დეტალებზე კომპანიაში, ჯერჯერობით, კომენტარს ვერ აკეთებენ.
“მაგთიკომი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”