პირდაპირ განგვიცხადა ორბანმა, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომ იგი დაფუძნებული იყოს დამსახურებებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე

პირდაპირ განგვიცხადა ორბანმა, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომ იგი დაფუძნებული იყოს დამსახურებებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე
პრემიერ-მინისტრ ორბანის ისევე, როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ, გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ინერგება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების დღის წესრიგის გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით, უნდა ჰქონდეს ამ პროცესის, – განუცხადა უნგრეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„პირდაპირ განგვიცხადა პრემიერ-მინისტრმაც, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე, დამსახურებებზე საქართველოს მხრიდან და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ, ხდება დღესდღეობით.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის ისევე, როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ, გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ინერგება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების დღის წესრიგის გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით, უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, როდესაც ინსტიტუციურ, სტრუქტურულ თუ სამართლებრივ დაახლოებაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან. ამიტომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გზაზე, ისე – პრაქტიკული, მთავრობებს შორის ურთიერთობების.
იცით, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და უნგრეთს შორის. ეკონომიკური საბჭო, რომელიც იმართება ყოველწლიურად და წელსაც იქნება ასეთი საბჭო. ჩვენ ეს სტრატეგიული ურთიერთობა ახლა პარლამენტებს შორისაც გვაქვს იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ. ესეც გულისხმობს საკანონმდებლო პროცესში ჩვენი ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ, უნგრეთის გამოცდილებასაც გავეცნოთ და მათი მხარდაჭერა და დახმარება გვქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა