– დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ – საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე

საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – წერს ვიქტორ ორბანი.
შეგახსენებთ, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – დღეს ჩატარდა ჩემი „დაკითხვა“ 4 ოქტომბრის მოვლენებზე – იცით რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა? რას გულისხმობდი შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო