,, მზია ამაღლობელის შიმშილობა არ უქმნის წნეხს რეჟიმს” – ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,შიმშილობა არის საკუთარი თავისთვის და საკუთარი თანამებრძოლებისთვის ჩართული წამზომი.
მზია ამაღლობელის შიმშილობა არ უქმნის წნეხს რეჟიმს, რომელიც პატრიოტებს პირში აფურთხებს და გაუპატიურებით ემუქრება.
მზია ამაღლობელის შიმშილობა წნეხს უქმნის და ცაიტნოტში აგდებს მის თანამებრძოლებს.
ჩვენ, ფედერალისტები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანის უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია ყველასთან მივიდეს, ვისაც გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილს ფეხზე ჰკიდია და მის ჯანმრთელობად ეს რეჟიმი არ ღირს.“

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “