აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას

აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს და მმართველ გუნდს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის შედეგია ის, რომ უპრეცედენტოდ დიდი – 6 მილიარდიანი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება უახლოეს მომავალში, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პარლამენტში მ განაცხადა.
მისი თქმით, -ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას.
„[მთავრობის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ფონზე ნანახი გვაქვს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შედეგებიც და ვხედავთ რადიკალების ქმედებებსაც], თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგება. ამის იმედს მაძლევს მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები – აშშ-ში ს ხელმეორედ გაპრეზიდენტება, რომელმაც მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, მათ შორის, ში ომის დასრულება. თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. ჩვენს ქვეყანას აქამდე ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც ერთი შეცდომა რომ დაეშვა, ის ნამდვილად გახდებოდა დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევი სათამაშო“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს