გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილებმა, რომლებმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, მსვლელობით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, რომლებსაც „ქართული ოცნების” ოფისის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო“, „რუსებო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს”, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ცეცხლო ოლიგარქიას“.




