“პირველ არხთან” დაგეგმილ აქციას სამეურვეო საბჭო ზეწოლად აღიქვამს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რვა წევრი (თამილა დოლიძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი კოხრეიძე, , გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა) არხზე ზეწოლად აღიქვამს ტელევიზიის შენობასთან 29 იანვარს დაგეგმილ აქციას.
საბჭო ირწმუნება, რომ მაუწყებელი ცდილობს მიუკერძოებლად გააშუქოს „მოქალაქეთა ერთი ნაწილის“ მოთხოვნა ახალი ს ჩატარების შესახებ და „მიუკერძოებლობა ხდება მის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი“.
„მთელი საზოგადოების თვალწინ ყოველდღიურად ხორციელდება ზეწოლა მედიაზე, უგულებელყოფილია დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტი… უშუალოდ ტელევიზიის თანამშრომლების გარდა, მიმდინარეობს იმ სტუმრების ბულინგი და დევნა, ვინც ამ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ბედავს.
გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს…“ – წერია განცხადებაში.
გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაიწყო პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოზიციებს აწვდის მაყურებელს. ამის გამო არხის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.
მაღლაფერიძე წლების წინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ოჯახის ტელევიზიის დირექტორი იყო, შემდეგ აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და გარკვეული დროის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
„რა გზით აპირებენ არსებული სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ტელევიზიიდან ჩამოცილებას და მათთვის სასურველი დირექტორის დანიშვნას?! ჩვენ ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ პასუხს ვხედავთ, იძულებას! ანუ საბჭომ და მენეჯმენტმა იძულებით უნდა დატოვონ ტელევიზია…“ – წერია განცხადებაში რიტორიკულ კითხვად და პასუხიც იქვეა გაცემული.
განცხადების ავტორები ირწმუნებიან, რომ, კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მრავალფეროვნებას ასახავს:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობას ვერ მოერგება“.
იმის მიუხედავად, რომ სამეურვეო საბჭო არხის მიუკერძოებლობაზე საუბრობს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა“.
29 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, თბილისში, მერაბ კოსტავას N68-ში, ეთერის მოთხოვნით აქციის გამართვა იგეგმება.