უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაშიც უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილებაში უნგრეთი არ მონაწილეობდა”, – წერს ვიქტორ ორბანი.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება