რაინიე ვან ლანშოტი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კარგად აღწერს სიტყვა „არაპროგნოზირებადი“ – ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ „100%-ით ასე მოხდება“, უბრალოდ ხუმრობენ, რადგან არავინ იცის დარწმუნებით, რა იქნება

[ს ადმინისტრაციის შესახებ] ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ 100%-ით ასე მოხდება, ისინი უბრალოდ ხუმრობენ, რადგან არავინ იცის დარწმუნებით, რა იქნება. რასაც მე ვხედავ, ინაუგურაციაზე ჯერჯერობით მხოლოდ იყო, – ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა ჯგუფიდან „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი“ რაინიე ვან ლანშოტიმ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კარგად აღწერს სიტყვა „არაპროგნოზირებადი“.
„როდესაც საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, არის ერთი სიტყვა, რომელიც მას კარგად აღწერს და ეს არაპროგნოზირებადია. ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ 100%-ით ასე მოხდება, ისინი უბრალოდ ხუმრობენ, რადგან არავინ იცის დარწმუნებით, რა იქნება. რასაც მე ვხედავ, ინაუგურაციაზე ჯერჯერობით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი იყო და მე ვხედავ კონგრესის „რესპუბლიკელ“ წევრებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან და მისგან ითხოვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და არ უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“. ამ თვალსაზრისით, მე ვხედავ რაღაც პოზიტიურ სიგნალებს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციების დაწესებით“, – განაცხადა ვან ლანშოტიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ