საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ

საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დასავლეთის დაფინანსებაზე მყოფ “ნაცრადიკალებს” ჯერ მხოლოდ “მოგუდული” გლოვა აქვთ, რადგან არასამთავრობოების დაფინანსება მინიმუმამდე დაიკლებს, ბევრ შემთხვევაში კი გაქრება.
“საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს ჯერჯერობით მოგუდული გლოვა აქვთ, რადგან ე.წ. “მაიდანისთვის” უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებისთვის დაფინანსება მინიმუმამდე იქნება, ბევრ შემთხვევაში გაქრება.
თეთრმა სახლმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა. ამიერიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს.
იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები გატარდება. USAID-მა, თავის მხრივ, თავის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ და არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც