წელსაც, გასული წლების მსგავსად Acıbadem-ში უახლესი სამედიცინო მიღწევებითა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ვაგრძელებდით პაციენტების მკურნალობას. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამედიცინო კონდიციების სამკურნალოდ Acıbadem-ი კვლავ პაციენტების სანდო არჩევანად დარჩა და Acıbadem Türkiye უკვე მეცხრედ გახდა პრესტიჟული ტიტულის – “ჯანდაცვის უმსხვილესი ექსპორტიორის” მფლობელი.
საზღვრების გარეშე ვაკავშირებთ პაციენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით
Acıbadem-ი – მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ჯანდაცვის პროვაიდერია, რომელიც აერთიანებს 24 საავადმყოფოს, 15 ამბულატორიულ კლინიკასა და 25000-ზე მეტ სამედიცინო პერსონალს. 33 ქვეყნის 56 ქალაქში არსებული 59 წარმომადგენლობითი ოფისის მეშვეობით, Acıbadem-ი კვლავ რჩება მსოფლიო მასშტაბით სანდო რეპუტაციის მქონე დაწესებულებად, ხოლო გლობალური მასშტაბით მოღვაწეობის გასაგრძელებლად კი პაციენტების ქსელის გაფართოება კომპანიის უცვლელ მისიად კვლავ რჩება.
თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან ერთად, Acıbadem-ს, როგორც ჯანდაცვის სფეროს ლიდერს, ასევე გამოარჩევს 3300-ზე მეტი სპეციალისტის, 4700 ექთნისა და უახლესი ტექნოლოგიების ერთობლიობა. ორგანიზაციის ფარგლებში წელს გაიხსნა მე-20 ძუძუს ცენტრი, ასევე ფუნქციონირებს 11 აკრედიტებული ონკოლოგიური ცენტრი, 16 გულის სამკურნალო ცენტრი, 14 “ინ ვიტრო” განაყოფიერების (IVF) ცენტრი, 10 ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრი, 10 ხერხემლის ცენტრი, 3 FIFA-ის მიერ აკრედიტებული სპორტული მედიცინის ცენტრი, 10 ბირთვული მედიცინისა და 6 რობოტული ქირურგიის ცენტრი, რომელთაგან თითოეული მათგანი ფუნქციონირებს უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
ინოვაციები Acıbadem Turkiye-ში
Acıbadem-ის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს მისი ექიმების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენთან ტექნოლოგიური პროგრესიც საკვანძო მნიშვნელობისაა. აქ პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია ისეთი უახლესი რადიოთერაპიული ტექნოლოგიები, როგორიცაა CyberKnife-ი, Gamma Knife-ი, MR Linac-ი და Ethos-ი, რისი მეშვეობითაც კიბოს მკურნალობაში ხდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება. Acıbadem-ში ინოვაციებში ინვესტირება კვლავ გრძელდება.
რამდენიმე გამორჩეული სამედიცინო მიღწევის შესახებ
2024 წელს Acıbadem Türkiye-ს მკურნალობის მისაღებად 6 მილიონმა პაციენტმა მომართა. შემთხვევებს შორის გვხვდებოდა, მაგალითისათვის როგორც პლასტიკური ქირურგიის, ასევე ონკოლოგიური შემთხვევებიც.
დაკავშირებული ტყუპების განცალკევება
17 თვის დაკავშირებული ტყუპები ალჟირიდან თურქეთში Acıbadem Atakent-ის საავადმყოფოში განცალკევების ოპერაციის მიზნით ჩამოვიდნენ. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო არა მხოლოდ გულმკერდის ქსოვილებით მათი კავშირით, არამედ გულის რთული დაავადების გამოც. განცალკევების პროცესი თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და მოიცავდა წინასაოპერაციო პერიოდს, ორ 9 საათიან ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობდნენ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ანესთეზიის სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდები და რეაბილიტაციის რამდენიმე თვეს.
ღრმა ტვინის სტიმულაცია პარკინსონის დაავადების შემთხვევაში
67 წლის აზერბაიჯანელ პაციენტს 11 წლის განმავლობაში სტანჯავდა პარკინსონის დაავადება. დიაგნოზის დასმის შემდეგ გამოყენებული მედიკამენტების გვერდითი მოვლენების გამო, პაციენტს განუვითარდა დისკინეზიის სიმპტომები. პაციენტს პროფესორის დოქტორ ფათიჰ ბაირაქლის დახმარებით ღრმა ტვინის სტიმულაციის (DBS) პროცედურა ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ კი საკუთარ ქვეყანაში დაავადებისგან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.
აზერბაიჯანელი პაციენტის წარმატებული “ინ ვიტრო” განაყოფიერების შემთხვევა
40 წელს გადაცილებულმა აზერბაიჯანელმა პაციენტმა Acıbadem Türkiye-ს “ინ ვიტრო” განაყოფიერების (IVF) განყოფილებას მიმართა. ასაკობრივი ფაქტორიდან გამომდინარე, პროფესორის დოქტორ ჯემ ფიჩიჯიოღლუს გადაწყვეტილებით ჩატარდა ემბრიონის იმპლანტაციის წინასწარი ტესტირება, ყველა საჭირო ანალიზი და მკურნალობა. ემბრიონების მიღების და საშვილოსნოს შიდა დეფორმაციის გამოსწორების შემდეგ, იმპლანტაცია შედგა და პაციენტი საკუთარ ქვეყანაში ჯანმრთელი ტყუპებით დაბრუნდა.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)
