სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი თანამდებობას ტოვებს.
როგორც ის Facebook-ზე წერს, საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელებს.
“მეგობრებო, 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება. ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით”- წერს მხატრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…