ელჩი ჰერჩინსკი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ

ევროკავშირის ელჩი და ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ.
“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის…”, – ამბობს მიმართვაში ელჩი ჰერჩინსკი.
დღეს, 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის მიწურულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა:

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული