თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
„ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი