მამუკა მდინარაძე – კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას – ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ

რეალურად, ეს [კანდიდატის სტატუსის მიღება], რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას – ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა შარშანდლისგან განსხვავებით ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„რეალურად, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე, არ წამოეგო პროვოკაციას, არ წამოეგო იმ ცუდ რაღაცებს, რაზეც დღეს დეტალურად საუბარი არ მინდა. ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ გავიარეთ ამაყად, ღირსებით და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ბევრს ვერ წარმოედგინა, ზოგს არ უნდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმრავლესობას ეს კიდეც წარმოედგინა და კიდეც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამ გადაწყვეტილების შემოქმედად ღირსებით და სიამაყით. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ შარშანდლისგან განსხვავებით მიიღეს ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც იბრძოლეს, განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძოლა ამ გადაწყვეტილებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ