ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბე­ლა­რუს­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 08:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფრანს-პრე­სი“ ავ­რცე­ლებს.
გა­მო­ცე­მა წერს, რომ ეს არის პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც, ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ი­სა და და­სავ­ლე­თის შე­ფა­სე­ბით, ლუ­კა­შენ­კომ გა­ა­ყალ­ბა, 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი კი ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ახ­შო და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა.
“ჩვენ­მა ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ და მტერ­მა უნდა გა­ი­გოს: არ გქონ­დეთ იმე­დი, ჩვენ არა­სო­დეს გა­ვი­მე­ო­რებთ იმას, რაც გვქონ­და 2020 წელს“, – გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ პა­რას­კევს.
“ფრანს-პრე­სი“ წერს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ლუ­კა­შენ­კო, რო­მე­ლიც 1994 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას მეშ­ვი­დე ვა­დით და­ი­კა­ვებს.
ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბე­ლა­რუს­ში და­გეგ­მი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არის სი­ყალ­ბე და რომ ლუ­კა­შენ­კოს არა­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს.