ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩვენი მიზანია, რომ PACE-ში “ქოცებთან” მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება,  26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო ს შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.  მოხსენების ინიციატორია  PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

სესიას დაესწრება პროდასავლური ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც არჩევნების დროს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ,  სხდომის დღის წესრიგში უკვე გაწერილი ALDE-ს წვერების პრეზენტაცია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრებენ – შესაბამისად ასამბლეაში მონაწილე ყველა საერთაშორისო აქტორი დეტალურად მოისმენს როგორ სჯის რეჟიმი საქართველოში კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებს და როგორ გამოკეტა ციხეში არაერთი ადამიანი ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვის გამო.

წლის დასაწყისში პროევროპულმა პარტიებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

“ჩვენი მიზანია, რომ იქ “ქოცებთან” მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ ეს არ იყოს Business as usual. უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რაც არის არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოპარული არჩევნების გამო არც ამათი ე.წ პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობა და არც მთავრობის არჩეული ყაველაშვილი. მიგვაქვს ნაბეჭდი მასალა, რომელიც ეხება  არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას.” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას “ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაცია ს ხელმძღვანელობით გეგმავს.  დელეგაციაში ასევე იქნებიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და “ოცნების” სხვა წევრები. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ – საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე