თაკო ჩარკვიანი: გამარჯვების გზა კოალიციაა – მრავალწლიანი თაღლითების გარეშე!

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ -კერძოდ “ძალა ერთობამ” დიდი შედეგი დადო (დავდეთ) მეორე ტური ამ ოლიგარქიული რუსული მართვის პირობებში (არადა ყველამ ვიცით რომ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა) ეს იყო გამარჯვება, მას შემდეგ ვიძახი ტვ ეთერში თუ ისე, რომ ძალა ერთობაშიაც და კოალიცია სანდოობას იწვევს ხალხში-პარიტეტზე შექმნილი კოალიცია, ნუ როგორ მლანძღავდა ნიკანორ მელია ალბათ ბევრს ახსოვს, ბოკერია ჩერგოლეიშვილის მავნებლური  “გეგმით” მოძრაობდა ზოგიერთი, მერე გაჰყვიროდა “ქუჩა აქტუალური აღარ არის” და დაშალა და დააქუცმაცეს პროცესი, აქციების დაშლით – იღონდ “ძალა ერთობის” პროექტი არ ყოფილიყო, ეს ფაქტია და ვიდეო არქივიც აქ არის უახლესი წლების და თვეების.
ახლა ახალგაზრდება იმარჯვეს, რუსთაველი გუგუნებს, ”მატრასებიც” დაყარეს საპროტესტოდ იბრძვიან გულწრფელად და თავდადებით, ახლა ეს ზოგიერთი პოლიტ ლუზერი რეანიმაციის გზას ეძებს და ურცხვად და უტიფრად თავიანთი ხელით მიზანმიმართულად, ძალა ერთობის დამშლელები, მათ მიერ დაშლილი და განადგურებული, სიმწრით გაერთიანებული პროცესის ჩამშლელები, ღია ეთერში გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ .
კარგია რა თქმა უნდა, ოღონდ ახალგაზრდებით და არა 30 წლიანი ნათაღლითარებით უნდა იყოს ეს ერთობა.
ნამდვილი ბრძოლით და ახალგაზრდების გულწრფელობით და ენერგეტიკით .
ნუ ცუღლუტობთ და ნუ “მელაკუდობთ” (და საერთოდ შავი ჩრდილივით ნუ დაჰყვებით) ქართულ პოლიტიკას, იმიტომ რომ იგრძენით რომ ხალხი ეჭვის თვალით გიყურებთ “ზოგიერთ ოპო ლუზერს”.
კ ო ა ლ ი ც ი ა ნამდვილ პარიტეტზე, რა თქმა უნდა ყველა ასაკის ბრძენ და ნაღდ მებრძოლთან ერთად, დღეს ლუსტრაცია უკვე მომხდარია! ეს არის გამარჯვების ფორმულა!
რა გჭირთ? ამდენ შეურაცხყოფას რომ იტანთ ხალხისგან უტიფრად, რატომ პოლიტიკის გარეშე პიროვნებებად თავს ვერ გრძნობთ?? თუ “იკვებებით” კომფორტში ხართ და დიდი შემოსავლის წყაროა თქვენთვის პროცესის ჩაშლაში ივანიშვილის მიერ გადმოგდებული-აღებული “მაყუთი” ( через ფონდები)😂 ?!
გამარჯვების გზა კოალიციაა – მრავალწლიანი თაღლითების გარეშე!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, .

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ – საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე