– ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ – ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს ს მასზე

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, სჯერა, რომ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, გვექნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ კუნძულის 57 000 მაცხოვრებელს აშშ-სთან ყოფნა სურს.
„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს ს მასზე, მაგრამ ძალიან არამეგობრული ქმედება იქნება, თუ ამას არ დაუშვებენ, რადგან ეს კეთდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. მას არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია თავისუფლების უზრუნველყოფა. მათ არ შეუძლიათ“, – განაგრძო ტრამპმა.
შეგახსენებთ, გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა