იტალიაში 19 ქართველი ქალი დაიჭირეს, კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საქმის წარმოება მიმდინარეობს

ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს.
დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება.
გამოძიების დაწყების საფუძველი უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის ქართველების მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა ფისკალური კოდის მისაღებად.
ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ – ს, პოლონეთის, ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.
სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. უდინეს საგამოძიებო უწყება დაეჭვდა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო.
არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ, 600 ევროს სანაცვლოდ დაამზადეს.
თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ – საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე