ვიდეოთამაშების კონტროლერი ბაქტერიისგან დაამზადეს

ყველაფერი კითხვით დაიწყო — რა მოხდება, ინტერაქციული მოწყობილობების ბიოლოგიურად გაზრდა რომ შეგვეძლოს? პასუხის მისაღებად დიზაინერებმა ელექტრონული კომპონენტები ცოცხალ ორგანიზმებში ჩააშენეს და ასე ინტერაქციული ბიოჰიბრიდული პროდუქტიც დაამზადეს. გამოდის, მომავალში ისეთი ბუნებრივი მოწყობილობები გვექნება, რომელთა შექმნა, განვითარება და ბოლოს ბიოდეგრადირებაც შესაძლებელი იქნება…
BioHybrid Device-ის იდეა, შექმნას სათამაშო კონტროლერი ბიოფაბრიკაციის გზით, ნამდვილად წარმოადგენს მდგრად ალტერნატივას. დიზაინერებმა ვივიენ რუსელმა, მადალინა კილოლაემ და მარკ ტისიერმა ბიოლოგიური ზრდისა და ციფრული წარმოების კომბინაცია შემოგვთავაზეს. უფრო ზუსტად, ვიდეოთამაშების კონტროლერი ბაქტერიებისა და საფუვრის სიმბიოზით განავითარეს, შემდეგ კი ბუნებრივი ზრდის პროცესში სენსორები და ელექტრონული კომპონენტები დაამატეს. ასე შექმნეს რეალური მოწყობილობა, რომლითაც თამაში შეგვეძლებოდა:
ბაქტერიებისა და საფუვრის სიმბიოზის შედეგად მიღებული ბიომასალა ბაქტერიული ცელულოზაა, რომელიც ტრადიციულად ტყავის მდგრადი ალტერნატივებისთვის გამოიყენება. ამასთან ერთად, დიზაინერებმა მორფოგენეზს მიმართეს, რათა ტრადიციული კონტროლერის ელექტრონული კომპონენტები დაემატებინათ და საბოლოოდ ჩვენთვის BioHybrid Device-ის ვიდეოთამაშების კონტროლერი შემოეთავაზებინათ.

უნდა ითქვას, რომ ეს ბიოლოგიურად გაზრდილი მოწყობილობები ბუნდოვანს ხდის საზღვრებს ცოცხალ და არაცოცხალ სისტემებს შორის, თუმცა პროცესში ხსნის შესაძლებლობებს, შევქმნათ ინტერაქციული მოწყობილობები, მაგალითად, რობოტიკისთვის, სამედიცინო თუ ტარებადი მოწყობილობებისა და გეიმინგისთვის. თუმცა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, მეტი მოვლაც სჭირდება, რათა ფუნქციური დიდი ხნის მანძილზე იყოს.
წყარო: “მარკეტერი”