მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ს შეცვლილი პოზიცია – ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვები “არა და არასოდეს” პრეზიდენტმა უკან წაიღო

შეცვლილი პოზიცია ს შეწყალების საკითხზე – სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს ჟურნალისტთან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, ოფიციალურად, უარი არასდროს უთქვამს. მისი განმარტებით, ამ თემაზე ის, უბრალოდ, კომენტარს არ აკეთებს.
სრულიად საპირისპირო და ზურაბიშვილის ცნობილ განცხადებას “კურიერის” არქივიც ინახავს. “არა და არასდროს” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 3 ნოემბერს ს შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვას და თემაზე დისკუსია დახურა.
რატომ შეცვალა ამ განცხადებიდან 2 წლის შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა რიტორიკა – სააკაშვილის პარტიაში ფიქრობენ, რომ ს პოზიციაზე გავლენა ევროინტეგრაციის პროცესმა მოახდინა. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეცდომის აღიარებად მიიჩნევს ოპოზიციის ერთი ნაწილი და ფიქრობს, რომ მოქმედისგან ყოფილის შეწყალება სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, თუმცა, ოპოზიციის მეორე ჯგუფი განსხვავებულად ფიქრობს. გიორგი გახარიას პარტიისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა ზურაბიშვილმა პოზიციები.
სახელისუფლებო გუნდი ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან თანამშრომლობას უკავშირებს. “ქართულმა ოცნებამ” დღეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებიც გაიხსენა.
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს – უცნობია. ყოფილი პრეზიდენტი, ამ დრომდე, “ვივამედის” კლინიკაში იმყოფება, პარალელურად, სასამართლო, მისი ბრალეულობით, არაერთ საქმეს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში