მადრიდის “რეალი” ისტორიაში პირველი კლუბია, რომლის შემოსავალმაც მილიარდ ევროს გადააჭარბა.
“რეალის” შემდეგ 838 მილიონით “მანჩესტერ სიტი”, 806-ით “პსჟ”, 771-ით “მანჩესტერ იუნაიტედი” და 765 მილიონით მიუნხენის “ბაიერნი” მოდიან.
Deloitte-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალმა” 2023/24 წლებში 1,046 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. 2023 წელს გუნდის მოგება 831 მილიონი ევრო იყო, ანუ კლუბის შემოსავალი 26%-ითაა გაზრდილი.
მიღებული შემოსავლებიდან 483 მილიონი კომერციულ გარიგებებზე მოდის, 316 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვებიდან შეგრობდა, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან კლუბმა 248 მილიონ ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, მადრიდელებმა ისტორიაში მე-15 ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.
20 ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბის საერთო შემოსავალმა 2024 წელს 11,2 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 6%-ით გაზრდილი შედეგია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.