გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია ყველასთვის. ოპოზიციის ბოლო ნავსაყუდელი ევროპაა, თუმცა, ისიც დროებით

გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია ყველასთვის. ოპოზიციის ბოლო ნავსაყუდელი ევროპაა, თუმცა, ისიც დროებით
„ფაქტია, ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე ხელისუფლებას უკვე აქვს, ეროვნულ დონეზე კი ეს ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, გაეროს გენერალური მდივნის მოლოცვა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისადმი ს ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია მათთვის, ვინც ამერიკისგან ძველი პოლიტიკის გაგრძელებას ელის.
„ოპოზიციის ერთადერთ ნავსაყუდლად რჩება მხოლოდ ევროპა და ისიც დროებით. ევროპარლამენტის ტრამპის არჩევნების შემდეგ რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, სხვა სურათი გვექნებოდა. დღევანდელი ევროპული ლიდერშიპი ბაიდენის პოლიტიკის გამგრძელებლები არიან და ცდილობენ, სადამდეც შეეძლებათ, იქამდე შეინარჩუნონ “გამძლეობა”. არადა, ტრამპი-მასკის ტანდემი გასაქანს არ აძლევს, არც ევროპას და არც ბრიტანეთს. მათთან ცვლილებები გარდაუვალია.
გაეროს გენერალური მდივნის ს მოლოცვა საქართველოს ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ელის ამერიკისგან ყოფილი პოლიტიკის გაგრძელებას. უნდა დაიჯერონ, რომ ის უკვე წარსულია, სხვა შემთხვევაში იმედგაცრუება არ ასცდებათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ანტონიო გუტერეში ტრამპის პოლიტიკის გათვალისწინებით არ გააკეთებდა ამ დაგვიანებულ მოლოცვას, ცდება ან თავს იტყუებს.
ფაქტია, ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე ხელისუფლებას უკვე აქვს, ეროვნულ დონეზე ეს ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა. როგორც ოპოზიციას უყვარს, “არაღიარების პოლიტიკა და იზოლაცია” სრულდება. სწორედ ამიტომ ისმის უკვე ქუჩის აქციებზე შიგადაშიგ ახალი მესიჯი -“არჩევნების გაყალბებაზე არ ვსაუბრობთ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომ სიტუაცია განიმუხტოს”. ახლა ვეკითხებით იმათ, ვინც ეს მესიჯი იძულების მიზნით მოიგონა, თქვენ კი ითხოვთ, მაგრამ დაგავიწყდათ, რომ უმცირესობა ხართ? მერე ვინ გასცემს პასუხს უმრავლესობას მათი ხმების უგულებელყოფისთვის?
უფრო ცუდ სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ, უმჯობესია საკუთარ რიგებში განმუხტოთ სიტუაცია და მთელი თქვენი დეზინფორმაცია სიმართლედ შემოაბრუნოთ. გამოსავალი ჯერ კიდევ გაქვთ, სხვა გზა მაინც აღარ გრჩებათ. ხომ გაგიგიათ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე

მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ, საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება