არ შეუძლია ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს – დონალდ ტრამპი

ირანს არ შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, ყველა ქვეყანა მიიღებს, რაც საბოლოოდ, კატასტროფულ ვითარებას შექმნის.
აქ უნდა გავიხსენოთ იოსიც, რომ ოვალურ კაბინეტში ირანზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „კარგი იქნება“ ირანული ბირთვული კრიზისის მოგვარება ს მხრიდან დაბომბვების გარეშე.
ირანთან დაკავშირებით ნდობაზე საუბრისას, ტრამპი ამბობს, რომ ნდობისას რისკები ყოველთვის და ყველასთან არსებობს.
„არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ ეს აბსოლუტურად გარანტირებული გახადოთ, თუ გარიგებას დადებთ“ – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, ენდობა თუ არა ირანელებს.