აშშ-ში კრიპტორეგულაციების ახალი პაკეტი შემუშავდება

აშშ-ში კრიპტოვალუტების სამუშაო ჯგუფს შეიქმნება. -ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. შეიმუშავდბა ციფრული აქტივების ახალი რეგულაციები
სამუშაო ჯგუფი კრიპტოვალუტების ეროვნული რეზერვის შექმნის საკითხზეც იმსჯელებს და პრეზიდენტს პოტენციურ გეგმას წარუდგენს.
ტრამპის განკარგულება კრიპტოკომპანიებისათვის შეუფერხებელი საბანკო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტების შექმნასაც კრძალავს, რაც არსებულ კრიპტოვალუტებს პოტენციურად კონკურენციას გაუწევს.
ცნობისთვის, კრიპტოინდუსტრიის მხარდაჭერის გაძლიერება ს საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ „კრიპტოპრეზიდენტი“ გახდებოდა და კრიპტოაქტივების რეკლამირებას თავად გასწევდა. მისივე იდეაა ბიტკოინის ეროვნული რეზერვის შექმნაც.
რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა საკუთარი მიმკოინი, $TRUMP-იც ჩაუშვა, რომლის ღირებულებაც ამჟამად $34-ს შეადგენს. საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა მელანია ტრამპმაც, სახელწოდებით, $MELANIA, რომელმაც ქმრის, დონალდ ტრამპის მემკოინის ფასი 40%-ით შეამცირა.
შეგახსენებთ, ტრამპის წინამორბედის, ს, “კრიპტოპოლიტიკა” უფრო მკაცრი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მარეგულირებლებმა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით კრიპტობირჟების, Coinbase-ის, Binance-ისა და სხვა პლატფორმების საქმიანობები გამოიკვლიეს.