დე ლაურენტისმა თავისას მიაღწია – “ნაპოლი” “კვარას” შემცვლელის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

“ნაპოლი” “დორტმუნდიდან” კარიმ ადეიემის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” “ყვითლებს” “გერმანელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის. ადეიემი “ნაპოლიში” კვარაცხელიას შეცვლის.
მოგეხსენებათ, თავდაპირველად ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ალეხანდრო გარნაჩოს გადაბირება სურდა და “მანკუნიანელებს” 50 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაზეც კინოპროდიუსერმა კატეგორიული უარი განაცხადა.
თავდაპირველად “დორტმუნდი” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
23
წლის ადეიემმა მიმდინარე სეზონში “დორტმუნდის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 13 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.