ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების

მე ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვა, თუ რა არის ოპოზიციის მხრიდან მისი მისამართით აქტიური კრიტიკის საფუძველი. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, „ოპოზიცია თუ დახვდება პარლამენტში, ჰკითხავს ამის შესახებ“.
მისივე თქმით, ოპოზიციას ურჩევს, რომ როდესაც აკრიტიკებენ, მტკიცებულებებიც მოაყოლონ.
„ოპოზიცია თუ დამხვდება პარლამენტში, ვკითხავ ამის შესახებ. მე ერთ რამეს ვურჩევდი, რომ როდესაც რაღაცას ამბობენ, მტკიცებულება მოაყოლონ ამის. რაზედაც მაკრიტიკებენ, უნდა თქვან, რა დგას ამის უკან კონკრეტულად. გარდა იმისა, რომ სამსიტყვიანი მანტრა აქვთ, რომ სახალხო დამცველი არის „რუსი“, „ქოცი“, „მონა“, ამის იქით რა არის კონკრეტული პრეტენზია ჩემ მიმართ, ეს უნდა თქვან. ასეთ საგნობრივ დიალოგში თუ შემოვლენ ჩემთან (რაც ძალიან გაუჭირდებათ, ჩემი აზრით), მაშინ, ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. რაიმე კითხვა თუ აქვთ, მოვიდნენ და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. საგნობრივი კითხვა ჯერ არ დაუსვამთ, შეურაცხყოფა მარტივია.
მე ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არავის. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ხედვა ყველაფერზე, რომელიც დაფუძნებულია სიმართლესა და მტკიცებულებებზე. ვინმეს თუ აქვს კითხვა, მზად ვარ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად ყოველთვის. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩემგან პასუხს არ მიიღებენ. მთავარია, ეს კითხვები დამისვან და ბილწსიტყვაობის ეტაპიდან გადავიდნენ კითხვების დასმის ეტაპზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა

ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე

ყავარჯნით და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის რომ იბრძვი, ეს არ არის მართალი ბრძოლა, სულ რომ 17 წლის იყო – ასაკი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მართალი ხარ, ამას ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება უნდა, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს